ᲡᲣᲠᲝᲒᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲓᲝᲜᲐᲪᲘᲐ

კვერცხუჯრედის დონაცია უშვილო წყვილებისთვის მიზანშეწონილია როდესაც ქალს შემცირებული აქვს საკვერცხეებში ფოლიკულების რაოდენობა და შეუძლებელია კვერცხუჯრედის მიღება ,  მისი ხარისხობრივი მაჩვენებელი მძიმეა  და იზრდება ალბათობა  გენეტიკურად არასრულფასოვანი ემბრიონის ჩამოყალიბების.

○ გონადების დისგენეზია – საკვერცხეების განვითარების დეფექტი ან არ არსებობა

○ საკვერცხის ნაადრევი განლევის სინდრომი

○ ქალის ასაკის (>35წ) გამო შემცირებული საკვერცხის რეზერვი

○ როცა ქალს გენეტიკური პრობლემები აღენიშნება და მათი მემკვიდრეობით გადაცემის თავიდან აცილებაა საჭირო

○ რამდენიმე ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული უხარისხო კვერცხუჯრედები

კვერცხუჯრედის დონაციის შემთხვევაში აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია რეპროდუქტოლოგთან და შემუშავდეს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა.

სპერმის დონაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ნაწილია. სპერმის დონორის ჩართვა მკურნალობის პროცესში საჭირო ხდება :

ა. აზოოსპერმიის დროს, როდესაც მიკროქირურგიული ოპერაციითაც ვერ მოიძებნა სპერმატოზოიდები.

ბ. მარტოხელა ქალი

სუროგატი არის ქალი რომელიც   ნაყოფს მუცლად  ატარებს   და მას ბიოლოგიური მშობლებისთვის აჩენს, მას არანაირი გენეტიკური  კავშირი არ აქვს გაჩენილ  ბავშვთან .

ორსულობა ან/და მშობიარობა უუჩვენებაა  ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო:   

1.ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როდესაც იქმნება ორსულობის დროს ქალის ჯამრთელობის მდგომარეობის დამძიმების ან სიკვდილის საშიშროება ( სისტემური დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.);

2.წარუმატებელი ქირურგიული ჩარევა (ენდომეტრიუმის ბაზალური და ფუნქციონალური შრის დაზიანება, აშერმანის სინდრომი);

3.მრავლობითი, სხვადასხვა ლოკალიზაციის მიომატოზური კვანძების არსებობა;

4.რამდენიმე წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) მცდელობა;

5.ჩვეული აბორტი

6.საშვილოსნოს არარსებობა განვითარების თანდაყოლილი მანკის გამო და საშვილოსნოს ანატომიური პრობლემები (მათ შორის როკიტანსკის სინდრომი და სხვ.)

7.საშვილოსნოს არარსებობა ჰისტერექტომიის ანუ ოპერაციული გზით საშვილოსნოს ამპუტაციის ან ექსტირპაციის გამო;